22:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 11:08:44, 1012 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

ბათუმში, დილის საათებში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. 

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერის, სალომე ქარქაძეს ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებმა გამოიწვია. 

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და ზარალის ოდენობა უცნობია. 

"შიგნით ვერ შევდივართ. რვის ნახევარზე მომივიდა ინფორმაცია, როკ იყო ცეცხლი, მოვედით და დაგვხვდა ეს სურათი. თანხა საცავში იყო და დამწვარი არ არის, მაგრამ რა დაზიანდა ვერ გეტყვით, ვერ შევდივარ, სწრაფად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. სავარაუდოდ, სადენებს გაუჩნდა",- განაცხადა ბანკის მენეჯერმა. 

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics