|
2022-12-19 14:16:03, 1293 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ
ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა, მოპოვებული მტკიცებულებებით, სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც "ნაცმოძრაობის" მხრიდან იყო. „ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე სანამ ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან? ჩვენზე კარგად ხომ იციან, მე-5 პუნქტში რაც ჩაწერეს და რას დაუჭირეს მხარი, რომ კასეტური ბომბებით დაიბომბა ცხინვალი და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა და რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ომის დაწყება 7 აგვისტოს სწორედ ამას დაუკავშირეს? ეს ხომ იციან? ის ხომ იციან, რომ მე-11 პუნქტში თავად მოაწერეს ხელი იმაზე, რომ ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევას ჰქონდაო ადგილი და შესაძლოაო საქართველოს და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ომის დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და საფუძვლიანი გამოძიება ჭირდებაო და კიო, სჭირდება ამას საფუძვლიანი გამოძიებაო, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან? და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება რაღაც თითქოს მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცეები. ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)