19:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 14:29:54, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - მადლობა სუს-სა და შსს-ს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას მძიმე განსაცდელი აარიდა

მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი,- ამის შესახებ რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

 

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.
 
„სააკაშვილი საქართველოში ჩამოდიოდა ერთადერთი მიზნით – ეს იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება, თუმცა, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი, რაც ამ ხალხს უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. სააკაშვილი აღმოჩნდა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ყოველთვის უტარდებოდა დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი და ეს იყო შიმშილობის გამოცხადება. სწორედ მაშინ ეს ხალხი, რომელიც ახლა ჩვენ მორალზე გველაპარაკება,  მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics