21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 17:53:59, 1420 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე მმართველ პარტიაზე - 10 წელი მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

"ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ქართული ოცნება  ადანაშაულებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა , - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებას" მიზნად ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე ხილვა,მაგრამ იოტისოდენა მტკიცებულებებიც კი არ არსებობს ქართული მხარეს წინააღმდეგ. მან დასძინა,რომ იზეიმა სამართლიანობამ,და გამტყუნდა მარინეტული რუსეთის ხელისუფლება. 

„10 წელი ,,ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ქართული ოცნება  ადანაშაულებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა. 

სასამართლოშიც კი არ წარდგენილა საქმეები ქართულ მხარესთან მიმართებაში. რატომ? -იმიტომ, რომ მტკიცებულება იოტისოდენაც არ არსებობს, რომ რაიმე დანაშაული მიუძღვის ჩვენს მხარეს. წარედგინა ბრალი რუსულ მხარეს და მათ მარიონეტულ რეჟიმს, მაგრამ მთავარი - ვთქვათ, რა უნდოდა ამ 10 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას"?! - მას უნდოდა ეხილა მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე, მან ეს ვერ მიიღო." - განაცხადა ვაშაძემ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics