|
2022-12-12 18:47:56, 2452 ნახვა
სხვადასხვა
ირანში აქციების კიდევ ერთი მონაწილე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს, ის 23 წლის იყო
ირანმა 23 წლის მომიტინგე მაჯიდ რეზა რაჰნავარდი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მას სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს „ღვთის წინააღმდეგ მტრობისთვის“ უშიშროების ძალების ორი წევრის მკვლელობისთვის - საჯაროდ ჩამოახრჩვეს წმინდა შიიტურ ქალაქ მაშაჰდში. უფლებადამცველებმა ირანის რეჟიმის დანაშაული გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჩვენებები ძალის გამოყენებით იქნა მიღებული. „რაჰნავარდს მიესაჯა სიკვდილით დასჯა იძულებითი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, აშკარად უსამართლო სამართლებრივი პროცესისა და შოუს სასამართლო პროცესის შემდეგ. ამ დანაშაულს სერიოზული შედეგები უნდა მოჰყვეს ისლამური რესპუბლიკისთვის“, - წერს მაჰმუდ ამირი-მოღადამი, ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა ტვიტერზე. 8 დეკემბერს ირანმა სიკვდილით დასაჯა მოჰსენ შეკარი, პირველი 11 დემონსტრანტიდან, რომლებიც გაასამართლეს ამ შემოდგომაზე ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის. შეკარს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბრალად „ღვთის მტრობაც“ ედებოდა. 25 სექტემბერს მან თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და სამოქალაქო ბასიჯის მილიციის წევრი დანით დაჭრა. თავად აქტივისტმა განაცხადა, რომ იგი გაასამართლეს "საჩვენო სასამართლო პროცესის გარეშე". 2022 წლის სექტემბერში ირანში დაიწყო საპროტესტო აქციები 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, რომელიც ვიცე-პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის დარღვევის გამო (მისი თმა ჩანდა თავსაბურავიდან). შემოდგომის საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დააკავეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)