00:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 09:10:10, 2193 ნახვა

ომი უკრაინაში
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცხრე პაკეტი შეიმუშავა

შვედეთი უკრაინისთვის დახმარების მეცხრე პაკეტზე მუშაობს, რომელიც სამხედროებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ შვედეთისთვის უკრაინა პრიორიტეტულია და მომავალშიც გააგრძელებს სამხედრო მხარდაჭერას. მინისტრის თქმით, შვედეთის მთავრობის მიერ შემუშავებული მეცხრე პაკეტი წინა პაკეტზე 50%-ით მეტია.

„ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვხედავთ ესკალაციას რუსეთის მხრიდან... ამ პაკეტში ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, შვედი პარტნიორები ასევე უზრუნველყოფენ სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს და ზამთრის საბრძოლო მასალებს უკრაინელი სამხედროებისთვის.

ჯონსონმა დასძინა, რომ შვედეთი მხარს არა მხოლოდ უკრაინას უჭერს, არამედ ინვესტიციას ახორციელებს „ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევს ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით სამოქალაქო ობიექტებზე - საავადმყოფოებზე, უნივერსიტეტებზე, სკოლებზე თავდასხმით.

„1 იანვრიდან ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ევროპის საბჭოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება უკრაინის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics