03:11 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:21:05, 977 ნახვა

საზოგადოება
2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა.

„მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics