|
2022-12-06 13:19:10, 2313 ნახვა
სხვადასხვა
ლატვიის მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საბჭოს ხელმძღვანელი, ივარ აბოლინში ავრცელებს. აბოლინშის თქმით, გადაწყვეტილება „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო” მიიღეს. ტელეკომპანიამაუწყებლობას ლატვიაში 8 დეკემბერს შეწყვეტს. „დარღვევების მთლიანობის შეფასებით, საბჭო დარწმუნდა, რომ Дождь-ის ხელმძღვანელობას არ ესმის და არ აცნობიერებს დარღვევების მნიშვნელობას და სერიოზულობას. შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“,- განაცხადა აბოლინშმა. აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეარხის მაუწყებლობამ მანამდე არაერთხელ გამოიწვია ლატვიის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილება. გასულ კვირას საბჭომ ტელეარხი 10 ათასი ევროთი ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში გამოყენებისა და რუსული არმიის მიმართ სიტყვა „ჩვენის“ გამოყენებისთვის დააჯარიმა. მაშინ აბოლინსმა აღნიშნა, რომ ეს არხის მეორე დარღვევაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ სამი სერიოზული დარღვევისთვის Дождь-ს შესაძლოა ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია. ტელეწამყვანის ალექსეი კოროსტელევის სიტყვების შემდეგ დოჟდის პირდაპირ ეთერში, 1 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ არხი დახმარებას უწევდა რუსეთის ჯარს. ტელეარხმა მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან შეწყვიტა მუშაობა კოროსტელევთან. ამასთან, ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად, ტელეკომპანია კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)