04:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 09:45:26, 1821 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები

რუსმა ოკუპანტებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამის შესახებ ინფომაციას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხა ავრცელებს. 

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„კიდევ ერთხელ, ღამით, რუსმა ტერორისტებმა რაიონული ცენტრის გარეუბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა სტეფნიანსკაიას თემის ტერიტორიაზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა ოლექსანდრ სტარუხამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიევკაში დამპყრობლების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics