|
2022-11-28 15:30:43, 988 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” კონგრესში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) რიგით XXVI კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის დედაქალაქმა მსოფლიოს უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების მთავარ ღონისძიებას 25-27 ნოემბერს უმასპინძლა. კონგრესის დელეგატებმა ახალ პრეზიდენტად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გენერალურ მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. სხვა ლიდერებთან ერთად კონგრესში მონაწილეობა მიიღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ და ევროპარლამენტის წევრებმა. კონგრესმა პანელური დისკუსიების ფორმატში მსოფლიო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებების, ევროპის ენერგო უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ეკონომიკის შესახებ იმსჯელა. ასევე, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და გაერთიანების სამომავლო სტრატეგიის პრეზენტაცია. დელეგატებმა კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე რეზოლუციები მიიღეს. საერთაშორისო სოციალისტების კონგრესამდე, გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმში. პრეზიდიუმზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად მიიწვიეს, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)