10:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 13:33:03, 706 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - ფრჩხილის კვლევის შედეგად სააკაშვილს ახალი ნივთიერება - დარიშხანიც ამოუვიდა

ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ახალი ნივთიერება - დარიშხანიც ამოუვიდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს ელოდებიან.

"ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა ფრჩხილის კვლევის შედეგად", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება გადაწყვიტა.

"იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების გადადებისა და ჩაშლის, გადაწყვიტა [მიხეილ სააკაშვილმა], რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. ეს მოხდება, ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. 

უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

21 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics