11:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 11:13:31, 1170 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება

საქართველოს მელიორაცია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ატარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის წყალგამტარის 1,4 კმ სიგრძის ავარიული მონაკვეთი სრულად განახლდება; შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ხაიში, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, შავსაყდრისა და წინწყაროს ნაწილი) 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარზე მეტია.

მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ. ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად წყალგამტარზე, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ, სისტემის რეაბილიტაციით, 800 ჰექტარზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics