09:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 12:57:34, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერმა გადაწყვიტა ტერორით მიაღწიოს იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს

მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების დაბომბვას.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ბოროტებისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა.

"ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩვილი დაიღუპა, ქალი კი დაშავდა. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები ნანგრევების ქვეშ.

ოკუპანტებმა კუპიანსკში მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა სერვისი მუშაობს", - აცხადებს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics