08:23 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 15:50:01, 915 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - ირაკლი, ან აგზავნით კანონს ვენეციის კომისიაში ან პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატობაზე

 თუ ვენეციის კომისიაში არ გააგზავნიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დგამენ ნაბიჯს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს,- ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით,  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა "საბავშვო ბაღის დონეზეა მისული და აბსურდის თეატრი ტრიალებს". 

"მთელი ევროპა, მთელი ამერიკა, ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოში ერთხმად ამბობს, რომ კანონი, რომელიც აბსურდულია, მაგრამ დაარეგისტრირეს და მიიღეს პირველი-მეორე მოსმენით, უნდა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. ეს ადამიანები ხან რას თხზავენ, ხან რას გვიმტკიცებენ რომ ეს არ გააკეთონ. შესაბამისად, უკრაინა მიღებს თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკითხი დგას შემდეგნაირად - თუ ვენეციის კომისიაში არ გააგზავნიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დგამენ ნაბიჯს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რა დონეზეა უკვე ეს მისული, საბავშვო ბაღის დონეზეა მისული ამ კანონის განხილვა, აბსურდის თეატრი ტრიალებს. 

მივმართავ კობახიძეს, რომელიც არის ამ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე. არჩევანი გაქვს მარტივი - ირაკლი ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში ან არ აგზავნი, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე",- განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics