|
2022-11-18 10:56:08, 2046 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებში მომსახურე ქალი სამხედროების მონაწილეობით „ქალები საქართველოს სამსახურში“ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და კარიერული წინსვლა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა. ბროშურის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ბროშურაში საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბებია მოთხრობილი და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი. მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქალი სამხედროების როლსა და უპირატესობებზე ისაუბრეს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი, მომხსენებლებმა თავდაცვის სექტორში ქალთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკასა და ფუნქციონირებაზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. ღონისძიებაში ბროშურაში წარმოდგენილი ქალი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებთან თავდაცვის ძალებში მსახურის, ამოცანების, გამოწვევებისა და ქალისთვის სამხედრო ფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სამსახურში მყოფი ქალების ამსახველი ფოტოგამოფენაც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ დაფინანსდა.
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)