|
2022-11-15 23:15:47, 1118 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია
რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავია - ბირთვული იარაღის გამოყენების საბოლოოდ გამოირიცხვა. "ხერსონის ისტორიული გამარჯვების და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი არმია არ ჩერდება და უკვე მარცხენა ნაპირზე გადავიდა და გაათავისუფლა ქალაქები ოლეშკი და გოლა ფრისტანი. ასევე, სტრატეგიული კიმბურგის ნახევარკუნძული, რომელიც პირდაპირ მიბჯენილია ყირიმს. ძალიან საინტერესო განვითარება ხდება შეტევის ლუგანსკის ოლქში, იქ ჩვენებმა ალყა დაარტყეს სტრატეგიულ ქალაქ სვატოვის, ხოლო სამხრეთით რუსებმა დაიწყეს ქალაქების სევეროდონეცკის, კრემენაიას და რუბეჟნოეს ევაკუაცია, რაც ნიშნავს, რომ სულ მალე ეს ქალაქები (მათ შორის ყველაზე მსხვილია სევეროდონეცკი, სადაც ომამდე 200 ათასამდე მაცხოვრებელი იყო) მალე გათავისუფლდება. შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)