|
2022-11-15 19:43:42, 1239 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - გთავაზობთ, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს
გთავაზობთ, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს. - ამ ინიციატივის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შესწორება იქნება კანონპროექტში. "ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია. მე დავსვი კითხვა, მიაჩნდათ თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტად და პარლამენტის ჩართულობა იყო თუ არა პრობლემა - ან დაეფიქსირებინათ პოზიცია ან თუ არ დააფიქსირებდნენ, ეს ჩვენი მხრიდან იქნებოდა მიღებული როგორც არდათანხმება და როგორც შემდგომი სპეკულაციების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთი-ერთში რომ არ გადმოვიღოთ უკრაინული მოდელი და პრინციპები, ეს გახდება საფუძველი თქვან, რომ თქვენ უკრაინული მოდელიც არ გადმოვიღეთ სწორად, რაღაც თქვენს თავს მოარგეთ და რაღაც სხვა გააკეთეთ. ამიტომ ამ სპეკულაციებსაც რომ წერტილი დავუსვათ, გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა განისაზღვროს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, თუმცა არსად ნახსენები ბიძინა ივანიშვილი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)