12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 16:01:45, 1220 ნახვა

მსოფლიო
„კარგი იქნებოდა, დასწრებოდა“ - შოლცმა პუტინი G20-ის სამიტზე არ ყოფნის გამო გააკრიტიკა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალიში G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე არ დასწრების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

კანცლერის თქმით, პუტინის არყოფნა ხელს არ შეუშლის სხვა ქვეყნებს გააკრიტიკონ რუსეთის აგრესიული ომი და მოუწოდონ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. 

"კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტს დასწრებოდა, მაგრამ მაშინ, მას მოუწევდა ყველა კითხვასთან და კრიტიკასთან შეხება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს, ამიტომ არ არის ის აქ", - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება".

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად არ დაესწრება G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს,  რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს -  ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში შეუერთდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics