12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 13:05:18, 1275 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

12 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

ერევანის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღით 18:00-ზე გაუხსნეს და სროლა 19:00-მდე გაგრძლედა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოხდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომების მიღების შესახებ არ იტყობინება. ჯერჯერობით, საპასუხო განცხადებას არ ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

აქამდე, გასულ დღეებში მხარეებს შორის სასაზღვრო ცეცხლის გახსნა განახლდა. რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეტაკებები 7 ნოემბერს განახლდა. მომდევნო დღეებში, 8-11 ნოემბერს მხარეები ერთმანეთს სისტემატურად ადანაშაულებდნენ სასაზღვრო სროლებში.

გასულ დღეებში, 31 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა შედგა. მათ ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics