17:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 14:09:03, 1941 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა

რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლის გამოცემა "TASS" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. „ხელისუფლების“ მთავარი ორგანოები რეგიონის „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს.

გუშინ, 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი  უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics