15:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 22:47:06, 1517 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის ბრძოლა დესტაბილიზაციისთვის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის ბრძოლა დესტაბილიზაციისთვის. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,დაპირისპირების მთავარი მიზეზია ის, რომ იმ ტემპითა და მასშტაბით ვერ განვითარდა საპროტესტო აქციები, რომელიც პასუხობდა რევოლუციური სცენარის განვითარებას.

„შეუთანხმებლობა, დაპირისპირება, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გახდა მიზეზი მოსალოდნელი ცვლილებისა. არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება აქ არ არსებობს, არის დაპირისპირება ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში. მელია იჩემებს, რომ მას შეუძლია, ეს გააკეთოს. იგი ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის ჩამოსული იქნებოდა, შემდეგ როცა დააკავეს, შეცვალა თავისი პოზიცია. სხვები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დესტრუქციაში მელიასაც აჯობებენ და სხვა კოლეგებსაც". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics