|
2022-11-08 11:24:46, 899 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ. საფეხბურთო გუნდი „პატრული“ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს „YAPI KREDİ“-ს დაუპირისპირდა. ქართველმა სამართალდამცველებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)