19:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 09:19:50, 1747 ნახვა

ომი უკრაინაში
პრაისი - კრემლი აგრძელებს ომის ესკალაციას ნაცვლად იმისა, რომ აჩვენოს მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის

რუსეთი აგრძელებს ომის ესკალაციას უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება. 

„ჩვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, გვჯერა მშვიდობის დამყარების. მშვიდობის დამყარება, რომელიც პატივს სცემს გაეროს ქარტიის პრინციპებს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს უკრაინის უნარს დაიცვას თავისი მომავალი, რაც უზრუნველყოფს უკრაინის აღდგენას და ასევე პასუხისმგებელია რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისა და ომის დანაშაულების გამო“,- განაცხადა პრაისმა. 

მისი თქმით, თუ რუსეთს სურს ასეთი დიალოგი, მან უნდა შეწყვიტოს დაბომბვა და რაკეტების გაშვება, შეწყვიტოს თავდასხმები და ინფრასტრუქტურის განადგურება.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, კრემლი პირიქით აკეთებს - ის აგრძელებს ომის ესკალაციას იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს სიგნალი, რომ მზად არის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics