|
2022-11-05 13:45:41, 1035 ნახვა
პოლიტიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის ,,ბიობამბი’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, საწარმო, რომელშიც პროცესი წარიმართება ეკომეგობრული, ბიოდამზოგველი კომპონენტებით, ერთ-ერთი პირველია არამხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით. „ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დამატებითი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და მეწარმეებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით კომპონენტებს და ხელს უწყობს ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)