22:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 18:39:33, 866 ნახვა

პოლიტიკა
შოიგუ - თებერვლის შემდეგ, ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა

თებერვლის შემდეგ, ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განლაგებულია ნატოს არარეგიონული ქვეყნების შეიარაღებული ძალების ფორმირებები..

„აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განლაგებულია ნატოს არარეგიონული ქვეყნების შეიარაღებული ძალების ფორმირებები. ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში იქმნება ახალი მრავალეროვნული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. ჯგუფი 2,5-ჯერ გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან და 30 ათას ადამიანზე მეტია, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics