22:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 14:06:27, 1070 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგაშვილი - ვერ დამისახელებთ შემთხვევას, რომ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა

ვერ დამისახელებთ შემთხვევას, რომ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი,ირაკლი ქადაგიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე.

მისი თქმით,საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო არის ობიექტური და დამნაშავეები ცდილობენ მოცემულობის შეცვლას,რათა მათ დანაშაულებზე მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია მოახდინონ.

"დამნაშავეებს ყოველთვის სურთ,რომ საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო გამოიყვანონ არაობიექტური მხარეები,რათა მათ დანაშაულებზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია მოახდინონ,ვერ დამისახელებთ იმ შემთხვევას როდესაც სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა,ამ ბრალდებას აქვს პოლიტიკური კონტექსტი" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics