23:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 21:09:05, 1372 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე - შევიმუშავეთ ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა - როგორ შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას

„ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, ინდუსტრიების განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკასთან, მოხმარების ზრდასთან. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა - როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და  მსოფლიო ბანკთან ინტენსიური მუშაობით შეიმუშავა ენერგეტიკის დარგის  მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელის მიზანია სექტორის  განვითარების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება და ასევე ფისკალური რისკებისგან დაცვა.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ნიშნავს როგორც ჰიდროპოტენციალის ათვისებას, რაც საქართველოს აქვს, აგრეთვე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიურად გამოყენებას. „ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, გავაცნობთ ამ სქემას და იმ  ბენეფიტებს, რომელიც ექნებათ დარგის ინვესტორებს - როგორ შეიძლება მათთვის იყოს გრძელვადიან პერიოდში კარგი გარემო ინვესტიციების დასაგეგმად საქართველოში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics