17:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 16:11:32, 1158 ნახვა

მსოფლიო
გაერო აცხადებს, რომ ირანი მოკლული მომიტინგეების ცხედრებს ოჯახებს არ უბრუნებს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ზოგიერთი ცხედრის გათავისუფლებაზე. 

როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანმა ჟენევის პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება პირობებს აყენებდა ცხედრების გათავისუფლების სანაცვლოდ და ოჯახებს სთხოვდა არ გაემართათ დაკრძალვა და არ ესაუბრათ მედიასთან. 

„ჩვენ ვნახეთ ბევრი არასათანადო მოპყრობა... მაგრამ ასევე დემონსტრანტთა ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ დაშავებული მომიტინგეები საავადმყოფოებიდან გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და ოჯახებისთვის  დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე უარი თქვა", - განაცხადა რავინა შამდასანმა. 

ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics