23:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 10:11:01, 778 ნახვა

საზოგადოება
„სოციალური ქსელი დარჩება ყველასთვის სტუმართმოყვარე“ - ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა

ამერიკელმა მილიარდერმა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ის შესყიდვის გარიგება დადო. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას სურდა, ჰქონოდა ციფრული პლატფორმა, რათა განეხილა მოსაზრებების ფართო სპექტრი.

როგორც მასკიTwitter-ის გვერდზე წერს, მომავალი ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა თემების ჯანსაღი განხილვა აგრესიისა და სისასტიკის გარეშე. მილიარდერმა აღნიშნა, რომ მას სურს დაეხმაროს კაცობრიობას იმ დროს, როდესაც მედია „აწვება“ საზოგადოების დაყოფას, რადგან ითვლება, რომ ამას მოაქვს ფული, მაგრამ ამავე დროს ართმევს კაცობრიობას დიალოგის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, მასკმა აღნიშნა, რომ Twitter-ზე შეუძლებელი იქნება „გამოქვეყნება შემდგომი შედეგების გარეშე“. მან ასევე პირობა დადო, რომ სოციალური ქსელი დარჩება „ყველასთვის სტუმართმოყვარე“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics