03:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 09:19:01, 901 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი პრაისის განცხადებაზე - საიდან დავიხიეთ უკან - იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო?

შევხედოთ მეორე კუთხიდან - ხომ არ აღელვებს მას ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოში, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ საქართველოს შესახებ  გაკეთებული განცხადებები. 

მისი თქმით, ნედ პრაისმა უნდა დააკონკრეტოს, რა ასპექტში დაიხია ქვეყანამ უკან.

"ვთქვათ, ნედ პრაისი ამბობს ამას, მაგრამ შევხედოთ მეორე კუთხიდან - ხომ არ აღელვებს მას ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოში? დაპირისპირების ეს ხარისხი, დაუჭიროს მხარი და თქვას, რომ ყველაფერი იდეალურად კეთდება, ეს ხომ არ ნიშნავს რომ წერტილს დაუსვამს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხიც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და საზოგადოებამ, მე არ ვამბობ რომ არაგულწრფელია.

მაინც რაღაც მოგვდევს ქედის მოხრით საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს პატივს არ ვცემთ. ვიკამათოთ მაგ თემაზე, ვისაუბროთ. თუ ნედ პრაისმა თქვა რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან. იმ პერიოდიდან როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ რომელი პერიოდიდან დავიხიეთ უკან, თუ იმ პერიოდიდან როდესაც ჩვენ ასოცირებული წევრები გავხდით, საკამათოა ეს თემა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics