|
2022-10-27 08:53:19, 1769 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, არის ტერორისტი ყველაფერში და იმსახურებს მასზე ყოველდღიურ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლას. მადლობელი ვარ იმ ლიდერებისა და იმ პოლიტიკოსების, ვინც ესმით და უზრუნველყოფდა ამას. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ პოლონეთის სენატის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რუსეთი ოფიციალურად აღიაროს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მიერ - თავად რუსეთი ალტერნატივებს არ ტოვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ", რომელშიც პირველად აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად. 18 ოქტომბერს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციაში მმართველი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. 26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. კერძოდ, სენატი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად და სრული მხარდაჭერა აღმოუჩინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის დანაშაულებებს უკრაინაში.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)