17:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 13:38:57, 1133 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გაბედავს, ეს იქნება მისი ბოლო კოზირი და ფინალი

რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

უკრაინის დაზვერვის აზრით, აღნიშნული სცენარის განხორციელება რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება.

"რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი და რა იქნება შემდეგ? შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. გახდება თუ არა მსოფლიო უფრო დამთმობი პუტინის რეჟიმისა და სხვა რასისტების მიმართ? რა თქმა უნდა, არა. ეს იქნება მისი ფინალი", - აცხადებს ანდრეი იუსოვი.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.

ამასთან, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 23 ოქტომბერს საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics