|
2022-10-21 17:36:56, 858 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში WHO-ს ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელ სოლვიუ დომენტეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამედიცინო დაწესებულებებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) ანაზღაურების მოდელი, მის დანერგვამდე, კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კრისტინა კაჰური, რომელიც აქტიურად იყო ჩართული DRG სისტემის შემუშავების პროცესში. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, DRG მეთოდის ეფექტურად ამუშავება და ის წვლილი, რაც სისტემის დანერგვაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა და წარმომადგენლებმა შეიტანეს. სილვიუ დომენტემ და კრისტინა კაჰურმა ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმების, მათ შორის DRG სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მზად არიან, სამუშაო პროცესში, ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე ჩაერთონ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თენგიზ გენძეხაძე, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ კობახიძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი გიორგი გოცაძე. ანაზღაურების DRG მეთოდი საქართველოში პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით ანაზღაურების მეთოდი ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)