13:11 - 19 Jul, 2026
|
2022-10-18 22:01:43, 1476 ნახვა
პოლიტიკა
დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას. „ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ რეფორმების განხორციელებაში, რაც დააჩქარებს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში". - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)