23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 17:34:56, 1496 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის მნიშვნელობას, რომელსაც ერთი თვის წინ მოეწერა ხელი გერმანიაში მისი ვიზიტის ფარგლებში. რატი ბრეგაძის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ითვალისწინებს ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებას გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა მივლინებების გზით; საექსპერტო დახმარებას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და იუსტიციის სფეროს გაციფრულების მიზნით; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

რატი ბრეგაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება გერმანელ კოლეგასთან საქართველო-გერმანიის ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის დაფუძნებაზე, რომელიც  თბილისსა და ბერლინში მორიგეობით გაიმართება.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება.

გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics