23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 15:24:48, 1931 ნახვა

საზოგადოება
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

სექტემბრის ექსპორტი ძლიერი იყო, თუმცა, იმპორტი უფრო ზომიერი, რაც შიდა მოთხოვნის და ნორმალიზების არგუმენტია. თუმცა, გუგლის მობილურობისა და სექტორული ბრუნვების ინდიკატორები კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო განვითარებების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შედეგად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის აწევის მოლოდინები კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც დოლარის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასს შორის ისტორიულად მაღალი დიფერენციალის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ჩვენი საწყისი შეფასება საქართველოში დეპოზიტების ბაზარზე მხოლოდ მცირე გადმოცემას ითვალისწინებდა. შემდგომ, საბანკო სექტორში დაგროვებული ჭარბი უცხოური ვალუტის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო დეპოზიტების განაკვეთების დამატებით შემცირებისკენ იყო. სადღეისოდ, როგორც ჩანს, საბაზო სცენარი საქართველოში დოლარის დეპოზიტების განაკვეთების დიდწილად უცვლელად შენარჩუნებაა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს იძლევა.

სავალუტო ბაზარზე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ზეწოლა ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია. კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება, თუმცა, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მომდევნო თვეებში ეს უფრო სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდაში აისახება, ვიდრე დოლართან ლარის მკვეთრ გამყარებაში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: tbccapital.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics