|
2022-10-17 13:38:42, 1196 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას, ისინი ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ
ისინი, ვინც ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ, ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, დროა რუსეთის ფარისევლობას ბოლო მოეღოს. "ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემენ და ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ, G20-ის ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ვერ დასხდებიან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ". - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ რომ, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებმა დამპყრობლების 26 კამიკაძე დრონისა და 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)