|
2022-10-16 11:35:12, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით
ყოველდღიურად ვანადგურებთ მტრის სამხედრო შენაერთებს, იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. - ამის შესახბე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. "ჩვენი არმია მედგრად იბრძვის. ყოველდღიურად ვანადგურებთ მტრის სამხედრო შენაერთებს, იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. უკრაინის გამარჯვებას მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მტერი ირანული რაკეტებით ბომბავს უკრაინას. აუცილებლად დადგება ის დღე როდესაც უკრაინის მიმართულებით ნასროლ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ჩამოვაგდებთ, ეს გარდაუვალია - ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის. მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ჩვენი არმია ბახმუტის მიმართულებით წარმატებით მოქმედებს და პოზიციებს ამაგრებს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)