20:48 - 30 Jun, 2026
|
2022-10-14 17:22:36, 938 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა გამოსცა განკარგულება, რომ ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს
რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა კომპანია "Нижнеангарсктрансстрой-ს" დაევალა, რომელმაც სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რომელშიც რუსეთის ФСБ-ს ბრალდებით ქართველებიც მონაწილეობდნენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, რუსეთმა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)