23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 14:32:00, 1221 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე - ამაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ

ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

აზარაშვილმა, რომელმაც "ნიუ ჰოსპიტალსში" ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი მოინახულა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

"ლაზარეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესში იქნება თუ მკურნალობის პროცესში, ყველაფრისთვის მზად ვართ", - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, ვაკის პარკში დაშავებული მესამე მოზარდი, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს.

"რაც შეეხება მესამე ბავშვს - ანდრიას, ის რამდენიმე წუთის, ერთი საათის განმავლობაში, შეიძლება გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან. ის თავს კარგად გრძნობს", - ამბობს აზარაშვილი. 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მომხდართან დაკავშირებით, უნდა აიღოს თუ არა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა: 

"ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics