23:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 18:13:21, 978 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები

სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. 

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები. 

“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.
სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები, - წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics