|
2022-10-13 14:55:31, 784 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი -საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. „წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“- ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)