|
2022-10-13 13:40:19, 781 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე - ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა - ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია გლობალური სოლიდარობის მაგალითია. "ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!" - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი. კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი), ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა". შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართა. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)