20:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:15:56, 864 ნახვა

მსოფლიო
„მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა“ - ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება

ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და თავისუფალი ერების მიერ არასდროს იქნება აღიარებული, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს.

„მადლობელი ვარ 143-ვე სახელმწიფოსი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა - ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და თავისუფალი ერების მიერ არასდროს იქნება აღიარებული. უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი.

კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი), ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა".

შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართა. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics