|
2022-10-10 12:07:54, 1699 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ერთადერთი, რასაც რუსები ანადგურებენ, არის საზიზღარი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი
ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით,- ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კიევის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც რუსები შეუქცევად ანადგურებენ, მათი მომავალია. "ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის გულს მოხვდებიან. ისინი არც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევად ანადგურებენ, არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი",- წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)