23:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 10:47:47, 1304 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს

რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ხიდი კიევის "კრიმინალურმა რეჟიმმა" ააფეთქა.

"რუსეთს შეუძლია ამ დანაშაულს მხოლოდ ტერორისტების უშუალო მკვლელობით უპასუხოს, როგორც ეს  მსოფლიოში ხდება. ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები... ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კიევის კრიმინალური რეჟიმის მიერ. ამაში ეჭვი არავის შეაქვს. არსებობს ანგარიში და გაკეთდა დასკვნები", - ამბობს მედვედევი. 

შეგახსენებთ, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მედიაში გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics