23:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 11:25:21, 1482 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში სროლის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი დაიღუპა

მექსიკის დასავლეთში, ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანის მერიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. BBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი დაიღუპა. 

მერიაზე მომხდარ თავდასხმამდე, შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ სახლში ასევე მოკლეს ყოფილი მერი ხუან მენდოზა აკოსტა.

გარდაცვლილთა შორის პოლიციისა და საკრებულოს თანამშრომლებიც არიან.

გენერალური პროკურორის თქმით, დაჭრილია 3 ადამიანი. 

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" მოაწყო. 

როგორც BBC წერს, ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანს, რომელიც გერეროს შტატში მდებარეობს, სიტუაციას ნარკოკორტელები აკონტროლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics