|
2022-10-05 21:11:07, 1236 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება
გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება. ბუნებრივია, ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრიდონ ინჯიასგანცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ზარქუას თქმით, გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით მერია აქტიურად მუშაობს. „ბატონო ფრიდონ, მესმის თქვენი შეშფოთება. ეს გამოწვევაა დედაქალაქისთვის, სწორედ ამასთან დაკავშირებით ბატონ მერს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ამბობს, რომ დიახ, ეს გამოწვევაა, ბევრი მანქანა გამოწვევაა ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ბევრი არის, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომაც, არის ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით ჯგუფი შექმნილი. გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტ გამოწვევას და პრობლემას ქმნის ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება დაგეგმარებას, აქ არ არის მხოლოდ კახი კალაძის, ურბანული სამსახურის ან სატრანსპორტოს საკითხი, აქ არის ჩართული ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია. მათი რეკომენდაციით, მათი ჩართულობით ხდება ამ სატრანსპორტო ნაკადების მართვა. გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით ბატონი მერიც და მთელი მერია მუშაობს“, – განაცხადა ზარქუამ. „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. „რაღაც უნდა ვიფიქროთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ან წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანამ იმოძრაოს. ამის ირგვლივ არაფერი კეთდება. ვაყენებთ „სვეტაფორებს“ და ეს „სვეტაფორები“ მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში. გავამახვილოთ ყურადღება და რაღაც ჯგუფი შეიქმნას, რომელიც გააკეთებს ოპტიმიზაციას, სადაც ჩაერთვებიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან ტრანსპორტის მოძრაობის საკითხები, ეკოლოგია და ქალაქის დაგეგმარება. თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – აღნიშნა ინჯიამ.
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)