|
2022-10-05 18:10:04, 1217 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დეგნანზე - მკაფიო უნდა იყოს დეოლიგარქიზაციაზე, თორემ ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს
გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადება. მისივე თქმით, თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს. „ გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის, პათოსს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ რეალობას და სპეციფიკას მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ და რაღაც ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება მოხდეს ან კიდევ უარეს შემთხვევაში როგორც შეიძლება მოხდეს, კონკრეტულ ადამიანს შეიძლება პირდაპირ კანონი მოერგოს. ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტე არის საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“,- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მისულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, როლმ ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი, ვინაიდან "ესმით მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას".
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)