15:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 15:46:52, 1122 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა და დიეგო კოლასმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოში სოციალური კოდექსის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაო პროცესი შეაფასეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე. 

ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics